რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკა და საქართველოს მწერალთა კავშირის რუსთავისა და ქვემო ქართლის ორგანიზაცია 22 ოქტომბერს 17 საათზე გეპატიჟებათ "ერთი ლექსისი კონკურსზე".
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალმა 2 ნომებერს სამკითხველო კლუბს უმასპინძლა. მკითხველებმა ხმამაღლა წაიკითხეს ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურები და განიხილეს.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაეთიანების პირველ ფილიალში ჩატარდა ვიქტორინა -კონკურსი სახელწოდებით "როგორ ვიცნობთ სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას"გამრჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
21 ნოემბერს 3.00 საათზე ამერიკულ კუთხეში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე " ახალი ტექნოლოგიები ამერიკულ კუთხეში", გექნებათ საშუალება ისწავლოთ Kindle-ის მოხმარების წესები , ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა, ონლინ ლექსიკონების მოხმარება და შემდეგ ბიბლიოთეკური წესით გაიტანოთ ამერიკული კუთხიდან Kindle-ბი. პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებს გელოდებით ამერიკულ კუთხეში
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ "ნაკადულში" 21 ნოემბერს გაიმართება ხმამაღალი კითხვის საღამო. მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის იგავებს ხმამაღლა წაიკითხავენ.