რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში 2013 წლის 7 თებერვალს გაიმართა მწერლების შეხვედრა ახალი ლიტერატურული ალმანახის შესახებ.არჩეულ იქნა სარედაქციო კომისია და დაწყებულია მასალების შეგროვება
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების 1 ფილიალში 15 თებერვალს გაიმართება გამოფენა „ბავშვების საყვარელი მწერალი“(ანასტასია ერისთავი ხოშტარია–145)
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 28 თებერვალს გაიმართება ფილმის ჩვენება „ლონდრე“(რამაზ ჩხიკვაძე)
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველი ფილიალი აწყობს ლიტერატურულ დილას "დედავ დედაშვილობასა" გასვლითი ღონისძიება მე6 საჯარო სკოლაში
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალში 1 მარტს გაიმართება ღონისძიება "დედა შობს, დედა ზრდის, დედა იცავს"
რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში 7 მარტს 2 საათზე გაიმართება ლიტერატურული საღამო "ქალი და მარტი".
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარი ბიბლიოთეკა 7 მარტს 5 საათზე აწყობს მოსწავლე–ახალგაზრდობის შეხვედრას მწერლებთან, პოეტებთან და მხატვრებთან.