იუბილე

რუსთაველი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, მწერლის , ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქის, ქალბატონ თინათინ სიყმაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. მათ მიულოცეს ქალბატონ თინას იუბილე და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს. რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება უერთდება მილოცვებს და ქალბატონ თინათინს, როგორც ბიბლიოთეკის აქტიურ და საპატიო მკითხველს, უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და წარმატებულ მოღვაწეობას.