რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 11 მარტს 4 საათზე ჩატარდა ღონისძიება. ბიბლიოთეკის მკითხველებმა მოაწყვეს წიგნის პრეზენტაცია. მე–20 სკოლის მოსწავლეებმა განიხილეს დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა", ხოლო მე–17 სკოლის მოსწავლემ თეოდორ დოსტოევსკის ,,თეთრი ღამეები". ამ ღონისძიებით ბილიოთეკა გამოეხმაურა იმ დიდ პროექტს, რომელიც ,,ჩემი წიგნის" სახელწოდებით იმართება.