"სტუდია +"

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ფუნქციონერებს "სტუდია + ". სტუდია– სახელოსნოს  პრიორიტეტია ტექნიკური ბაზა რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების, ილია ჭავჭავაძის  მთავარი ბიბლიოთეკის და ამერიკული კუთხის თანადგომა.სკოლა_სახელოსნოში შემუშავებულია სწავლების სრულიად ახალი მეთოდიკა.აქ არ არსებობს მოსაწყენი ლექციები, დამღლელი და უინტერესო დავალებები. მასტერკლასებს ატარებენ და მოსწავლეებს ხვდებიან ცნობილი სახეები, რეჟისორები, მსახიობები, დრამატურგები, მუსიკოსები, მხატვარ–დიზაინერები და სხვა...ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ამერიკის საელჩოს მიერ საქართველოს მაშტაბით ჩატარებულ მოკლემეტრაჟიან სასწავლო ფილმების ფესტივალში , ოთხი ფილმით . მთავარი პრიზი მიიღო რუსთაველმა მოსწავლეებმა ფილმისათვის "წითელი ბუშტი" . ფესტივალზე წარდგენილმა სამმა ფილმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. "სტუდუა + ის " მოსწავლეები მუშაობენ მოკლემეტრაჟიან ფილმებზე. მათ უკვე გადაიღეს კლიპი რუსთავზე, რომლის პრეზენტაციაც მალე გაიმართება ჩვენს ბიბლიოთეკაში. სწავლის მსურველებს გეპატიჟების რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში.