საქართველოს ამერიკული კუთხეების ვიდეო ფესტივალში გამარჯვებულთა დაჯილდოება

 2012 წლის 18 ივნისს  მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს ამერიკული კუთხეების ვიდეო ფესტივალში გამარჯვებულ და მონაწილე რუსთაველ ბავშვთა დაჯილდოება.რუსთაველი ბავშვების მიერ შექმნილმა ფილმმა "წითელი ბუშტი" ფესტივალის პირველი ადგილი და მთავარი პრიზი დაიმსახურა.ჩვენი ქალაქიდან ფესტივალზე წარდგენილი იყო ოთხი ფილმი,რომლებმაც ასევე ჟიურის დიდი სიმპათია მიიღო. ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულ რუსთაველ ბავშვებს ქალაქის ხელმძღვანელობამ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.