სტუმრად ბიბლიოთეკაში

30 იანვარს ნ. ბარათაშვილის სახელობის N3 საქალაქო-საბავშვო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ N20 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა და გაეცნენ მუშაობის პროცესს. პატარებს წავუკითხეთ სულხან-საბა ორბელიანის “კუ და მორიელი”.