სტუმრად ბიბლიოთეკაში

ჩვენო ძვირფასო მკითხველებო!რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებას იწყებს საზაფხულო კინო-კლუბი "ცისკარა". ბავშვებს, ვინც ჯერ კიდევ ქალაქშია, ვიწვევთ კინო-სეანსებზე. ნაჩვენები იქნება მხატვრული და ანიმაციური ფილმები. დაწყების დროს და აფიშას წინასწარ გაცნობებთ. გავითვალისწინებთ თქვენს მოთხოვნებსაც. გელით მოუთმენლად.