იდეოლოგია, რომელმაც უამრავი ადამიანის ფსიქიკა შეძრა. ტერაქტი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და რომელიც ასწლეულების მანძილზე ყოველწლიურად იმავე ტკივილით გაცოცხლდება კაცობრიობაში, როგორითაც 2001 წლის 11 სექტემბერს დაიბადა...2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 14 წელი გავა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს შეეჯახა. მეორე თვითმფრინავი „ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს შეეჯახა. . 09:59 საათზე მცირე ინტერვალებით ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.მესამე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონის მახლობლად ჩამოვარდა.მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში ჩამოვარდა.2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას სულ 2819 ადამიანი ემსხვერპლა.ამერიკული კუთხის სტუდენტებმა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი გაიხსენეს, ვუყურეთ შემეცნებით ვიდეოს ტერორიზმის შესახებ და მოვაწყვეთ დისკუსია რომლის შედეგადაც მოზარდები მივიდნენ დასკვნამდე რომ ტერორიზმის დაძლევის მთავარი გზა არის მეტი განათლება და მსოფლიოს ხალხთა ცნობიერების ამაღლება. შეხვედრის დასასრულს ანთებული სანთლებით პატივი მივაგეთ ტერორიზმის მსხვერპლთა ხსოვნას..