გამოფენა

 ქ.რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებასა და მასში შემავალ ოთხივე ფილიალში გაკეთდა გამოფენები,რომელიც მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს....ამ ომმა ჩვენი ქალაქის 5 ახალგაზრდა ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა...რუსული აგრესიის დროს დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო, 14 პოლიციელი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 8 ჯარისკაცი. დევნილობაში რჩება 30 ათასამდე მოქალაქე. ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მეზობლებსა და ნათესავებს ერთმანეთისგან მავთულხლართები ყოფს....2008 წლის 1სექტემბერს მთელ საქართველოსთან ერთად საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებიც შევუერთდით აქციას "ცოცხალი ჯაჭვი"და ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია აგრესორის მიმართ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ზეცა, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი შვილებისათვის......