

ხუთშაბათს , 26 სექტემბერს, 4 საათზე , რუსთავის ამერიკულ კუთხეში გაიმართება მორიგი შეხვედრა "სფელინგის" ეროვნული კონკურსის შესახებ.
შეხვედრა ტარდება რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონის ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის. შეხვედრის მიზანია მონაწილე სკოლებისათვის კონკურსის დეტალების გაცნობა. პრეზენტატორი - მაიკლ ოლბრიტონი (მშვიდობის კორპუსი)

