პროექტი

პროექტი   ,,თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში“ პროექტის სპონსორი -ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროთანამშრომლობისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში ბოლო 20 წელია, მსოფლიოს გლობალური და ქვეყნის საშინაო პობლემების გამო, საქართველოში საჯარო ბიბლიოთეკებმა თითქმის დაკარგეს ინფორმაციის გამავრცელებელი ორგანიზაციის როლი. ქართული ბიბლიოთეკებისთვის რთული აღმოჩნდა აყოლოდა ცვლილებებს, რომელიც მსოფლიო საბიბლიოთეკო ცხოვრებაში განხორციელდა. ჩვენი ბიბლიოთეკები დღემდე აწყდებიან ისეთ პრობლემებს როგორიცაა:  დაბალ დაფინანსება, სათანადო აღჭურვილობა, კვალიფიციური ადამიანური რესურსები და ვიზიტორები. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ბიბლიოთეკები მათი მაღალი პოტენციალის გამო რჩებიან ინფორმაციული საზოგადოების  მთავარი ობიექტები და ცდილობენ გააუმჯობესონ  ინფორმაციულობის ხარისხი საქართველოში.მიმდინარე პროექტი, ,,თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში“ სთავაზობს ბიბლიოთეკებს პრობლემების გადაჭრას და განვითარების გზების ძიებას. პროექტის მთავარი მიმართულებაა, შედგეს დიალოგი და დისკუსია საქართველოსა და ლიტვისბიბლიოთეკების წარმომადგენლებსა შორის, ლიტვის გამოცდილების გაზიარების მიზნით.ამისათვის, 2013 წლის 1 ივნისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში,  საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკისა და ,, ლიტვაში ინტერნეტის გავრცელების ხელშეწყობის ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა პროექტის  ფარგლებში საგამგებოდ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირველი შეხედრა. გჯუფის წევრები არიან: 1.ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი. (მიმდინარე პროექტის ლიდერი); 2. ლაურა გრინევიჩიუტე - ორგნიზაცია -სოფლად ინტერნეტის გავრცელების ხელშეწყობის ასოციაციის   პრეზიდენტი (ლიტვა), ( პროექტის დირექტორი);3. გიორგი კეკელიძე -პარლმენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი; 4.დიანა გელაშვილი - ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექოტრი, (პროექტის კოორდინატორი);5. გურამ თაყნიაშვილი - ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსი;6.გენადი მახარაძე - ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი;7.ლალი თაბაგარი - რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი;8.რიტა წაქაძე -ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე;9.ირინა ჭოღოშვილი -კულტურის სამინისტროს წიგნის და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი;10. გვანცა მეზურნიშვილი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითრების სააგენტოს თანამშრომელი;11.მამუკა ხანთაძე -წიგნის ხელოვნების სკოლის დირექტორი;12.ზაზა ბერიშვილი -გამომცემელობა ,,სანი“-ს დამფუძნებელი; 13. ანდრო ჩაჩანიძე -ორგანიზაცია ,,ინტელექტი ქვეყნის სამსახურში“;14. ნათია ჯოხაძე -განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი;15.პაატა პაპავა - განათლების სფეროს ექსპერტი;16.გიორგი კლდიაშვილი -ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ჯგუფის წევრებისთვის პრეზენტაცია წარადგინა  ლაურა გრინევიჩიუტემ თემით  - ,,ლიტვის საჯარო ბიბლიოთეკები- საიმედო და სასარგებლო პარტნიორი “,  სადაც საუბარი იყო ლიტვის საბიბლიოთეკო სისტემის მოდერნიზაციისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების პროგრმის შესახებ. ასევე ბიბლიოთეკის, როგორც პოპულარული და მუდმივად განვითრებდი საზოგადოებრივი ცენტრის შესახებ.ასევე პრეზენტაცია წარადგინეს,  დიანა გელაშვილმა, რიტა წაქაძემ, გენადი მახარაძემ და ლალი თაბაგარმა მათ მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობისა და მომავლის ხედვის შესახებ.ჯგუფის წევრებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს საქართველოში საბიბლიოთეკო ქსელის დღევანდელი   მდგომარეობა და პრობლემები,  საკანონმდებლო ბაზის განვითარების პერსპექტივები.  შექმნეს SWOT  ანალიზი და შედეგები ასახეს ,,პრობლემათა ხის“ სისტემის პრინციპით. პროექტის შემდეგ ეტაპზე, ჯგუფის სამი წევრი გაემგზავრება ლიტვის რესპუბლიკაში ბიბლიოთეკების მოდერნიზების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ეტაპების ადგილზე გასაცნობად.საინიციატივო ჯგუფი მთლიანი შემადგენლობით შეიკრიბება ივლისსა და სექტემბერში ორ-ორ დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რის შედეგადაც საბოლოო სახეს მიიღებს დოკუმენტი -  ,,თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში“. დოკუმენტის ოფიციალური წარდგინება ფართო საზოგადოების წინაშე მოხდება ოქტომბერში.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მოიცვა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა, ეს კი აისახა მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ზოგადად კი ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა. თუმცა დღემდე არსებობს ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია და საჭიროა გამოსწორდეს. გლობალური გმოწვევებისა და საშინაო პრომლემების გამო 20  წელიწადზე მეტია საბიბლიოთეკო ქსელმა დაკრგა თავისი როლი, როგორც ინფორმაციის პროვაიდერმა. ბიბლიოთეკები უძლურნი აღმოჩნდნენ ადაპტაცი გაევლოთ და ცვლილებებს აჰყოლოდნენ, ამიტომ რეგულარულად აწყდებოდნენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: სათანადო  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამდეროვე ლიტერატურა, ადამიანური რესურსები და ვიზიტორები. მიუხედავად ასეთი სისუსტეებისა ისინი რჩებინ მთავარ ობიექტებად მაღალი მოტივაციისა და პოტენციალის გამო და სხვადასხვა პროგრამებით ცდილობენ გნაცრცონ ინფორმაცია მთელს საქართველოში. ახალი საპროექტო იდეა ემსახურება ინიციატივას საქართველოში  ბიბლიოთეკების განვითარების პრობლემის  გადაჭრის შესახებ, რაც უნდა მოხდეს ლიტვის რესპუბლიკის ბიბლიოთეკების მოდერნიზაციის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე. მთავარი აქტივობები: ·      შეიქმნება 10  წევრიანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტება სხვადასხვა ბიბლიოთეკის, სამთაბრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისაგან, რომელთაც ექნებათ პასუხისმგებლობა ნაციონალურ და ლოკალურ დონეზე წარმოადგინონ საქართველოში თანამედროვე ბიბლიოთეკების ხედვა. ·      თანამედროვე ქართული ბიბლიოთეკების განვითარება: სემინარები, სამუშაო ვიზიტები ლიტვაში, საკონსკულტაციო აქტივობები და ყველა სამუშაო ეტაპის წარმოდგენა ფინალურ კონფერენციაზე. ·      ხანრძლივობა 01/05/2013 – 30/10/2013.   პროექტს აფინანსებს ლიტვის მთავრობა.