იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკამ აამოქმედა პროექტი „მობილური ბიბლიოთეკა"და სტუმრად ეწვია რუსთავის მე-18 საბავშვო ბაგა-ბაღის უფროსი ასაკის აღსაზრდელებს. პროექტი მიზნად ისახავს მკითხველებთან ვიზიტებს და ითვალისწინებს მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას.მოზარდები მასწავლებელთან ერთად ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.
25 მარტს, 14: 00 საათზე, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებული ლექცია-საუბარი. მოწვეულნი იყვნენ მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და რელიგიის პედაგოგი თინათინ მოდებაძე
დარეჯან ალადაშვილის პოეზიის საღამო.