ღონისძიებები

ფილტრი: შეაჩიეთ ტერმინები
ფილტრი: შეარჩიეთ ღონისძიების სახეობა
« Week of ოქტომბერი 20, 2014 »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
20
21
დასაწყისი:21/10/2014 14:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ინიციატივით და გ.ლორთქიფანიძის სახელობის თეტრის მხარდაჭერით გრძელდება პროექტი "მე მიყვარს წიგნი".დღეს ზღაპრის გმირი ი.გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვია და მე-11-საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს(მასწავლებელი ნატო პატაშური) მეკობრეების ისტორია გააცნო.პატარებმა ნიღბიან მეკობრესთან ერთად საინტერესო ზღაპრები წაიკითხეს და ისაუბრეს.

22
დასაწყისი:22/10/2014 16:00

22 ოქტომბერს ა.ა.ი.პ. რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ნ.ბარათაშვილის სახელობის მე 3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა ,,მე მიყვარს ჩემი ქალაქი", რომელიც მიეძღვნა რუსთავქალაქობას. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა  საჯარო სკოლის(მე-13, მე-20 და 23-ე) მოსწავლეებმა.თითოეული დაჯილდოვდა სიგელით, ხოლო პედაგოგებს გადაეცათ მადლობის ფურცელი.

23
24
დასაწყისი:24/10/2014 12:00

"შემოდგომა ჩემს ქალაქში" -ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა 24 ოქტომბერს ი.გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკაში რუსთავის მე-18 საბავშვო ბაგა-ბაღის უფროსი ჯგუფის მონაწილეობით(მასწავლებელი-ნანა ბერაძე).პატარებმა იმღერეს ,იცეკვეს, დაათვალიერეს წიგნები,დახატეს და ზღაპრის გმირისგან ჯილდოდ დიპლომები და ტკბილეული მიიღეს.

25
26