რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალს 6 მარტს 12 საათზე გასვლითი ღონისძიება ჰქონდა მე-16 სკოლაში, პატარებმა მოაწყვეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით "ჩემი ოცნება , ჩემი ხატი ხარ"
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალმა 7 მარტს 14 საათზე უმასპინძლა შემეცნებით კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მე-16საჯარო სკოლის მოსწავლეები,გამარჯვებული კონკურსანტები საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ქალბატონმა თეა ჟვანიამ დააჯილდოვა რუსთავის თეატრის სპექტაკლის ბილეთებით.<
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 11 მარტს 4 საათზე ჩატარდა ღონისძიება. ბიბლიოთეკის მკითხველებმა მოაწყვეს წიგნის პრეზენტაცია. მე–20 სკოლის მოსწავლეებმა განიხილეს დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა", ხოლო მე–17 სკოლის მოსწავლემ თეოდორ დოსტოევსკის ,,თეთრი ღამეები".
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარმა ბიბლიოთეკამ 14 მარტს 14 საათზე მე-11 სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი კომპოზიცია.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 19 მარტა გაიმართა ,,მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო". მოეწყო ხატვის წრის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა,რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 25-ში 12 საათზე გაიმართა პატარების მობილური კლუბის პრეზენტაცია და ზღაპრის წაკითხვა
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალში 25-ში 16 საათზე ჩატარდა ლექცია საუბარი თემაზე "სამოსელი პირველი" რომელიც მიეძღვნა გურამ დოჩანაშვილის 75 წლის იუბილეს.