რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალმა 2 ნომებერს სამკითხველო კლუბს უმასპინძლა. მკითხველებმა ხმამაღლა წაიკითხეს ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურები და განიხილეს.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაეთიანების პირველ ფილიალში ჩატარდა ვიქტორინა -კონკურსი სახელწოდებით "როგორ ვიცნობთ სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას"გამრჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
21 ნოემბერს 3.00 საათზე ამერიკულ კუთხეში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე " ახალი ტექნოლოგიები ამერიკულ კუთხეში", გექნებათ საშუალება ისწავლოთ Kindle-ის მოხმარების წესები , ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა, ონლინ ლექსიკონების მოხმარება და შემდეგ ბიბლიოთეკური წესით გაიტანოთ ამერიკული კუთხიდან Kindle-ბი. პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებს გელოდებით ამერიკულ კუთხეში
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ "ნაკადულში" 21 ნოემბერს გაიმართება ხმამაღალი კითხვის საღამო. მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის იგავებს ხმამაღლა წაიკითხავენ.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალში ჩატარდება ლიტერატურული დილა "სიბრძნის წყარო" მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 27 ნოემბერს 3 საათზე მე-4 საჯარი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ჩაატარებენ პოეზიის საღამოს სახელწოდებით "ფიროსმანის ოცნება"- ვისაუბროთ მხატვრობასა და პოეზიაზე.