ღონისძიებები

ფილტრი: შეაჩიეთ ტერმინები
ფილტრი: შეარჩიეთ ღონისძიების სახეობა
Thursday მარტი 06, 2014
დასაწყისი:06/03/2014 12:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალს 6 მარტს 12 საათზე გასვლითი ღონისძიება ჰქონდა მე-16 სკოლაში, პატარებმა მოაწყვეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით "ჩემი ოცნება , ჩემი ხატი ხარ"

Friday მარტი 07, 2014
დასაწყისი:07/03/2014 14:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალმა 7 მარტს 14 საათზე უმასპინძლა შემეცნებით კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მე-16საჯარო სკოლის მოსწავლეები,გამარჯვებული კონკურსანტები საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ქალბატონმა თეა ჟვანიამ დააჯილდოვა რუსთავის თეატრის სპექტაკლის ბილეთებით.<

Tuesday მარტი 11, 2014
დასაწყისი:11/03/2014 14:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 11 მარტს 4 საათზე ჩატარდა ღონისძიება. ბიბლიოთეკის მკითხველებმა მოაწყვეს წიგნის პრეზენტაცია. მე–20 სკოლის მოსწავლეებმა განიხილეს დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა", ხოლო მე–17 სკოლის მოსწავლემ თეოდორ დოსტოევსკის ,,თეთრი ღამეები".

Friday მარტი 14, 2014
დასაწყისი:14/03/2014 14:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარმა ბიბლიოთეკამ 14 მარტს 14 საათზე მე-11 სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი კომპოზიცია.

Wednesday მარტი 19, 2014
დასაწყისი:19/03/2014 14:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 19 მარტა გაიმართა ,,მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო". მოეწყო ხატვის წრის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა,რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

Tuesday მარტი 25, 2014
დასაწყისი:25/03/2014 12:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 25-ში 12 საათზე გაიმართა პატარების მობილური კლუბის პრეზენტაცია და ზღაპრის წაკითხვა

დასაწყისი:25/03/2014 16:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალში 25-ში 16 საათზე ჩატარდა ლექცია საუბარი თემაზე "სამოსელი პირველი" რომელიც მიეძღვნა გურამ დოჩანაშვილის 75 წლის იუბილეს.

Thursday მარტი 27, 2014
დასაწყისი:27/03/2014 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ ნაკადულმა გუშინ მკითხველებს  უმასპინძლა ლიტარუტურულ საღამოზე.