

SKYE კლუბი უკვე რუსთავშიც გაიხსნა 
 ახალგაზრდების  ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE კლუბი)  უკვე  ქალაქ რუსთავშიც გაიხსნა. გახსნის ღონისძიება 1 თებერვალს რუსთავის  საბიბლიოთეკო გაერთიანებაში არსებულ  ამერიკულ კუთხეში გაიმართა, რომელსაც  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის  პრევენციის ცენტრის“ დირექტორი დაესწრო.  რუსთავის კლუბში ადგილობრივი  სკოლების 20 მოსწავლე ჩაერთო
