"ელექტრონული ბიბლიოთეკა" პრეზენტაცია

25 იანვარს, საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული", ახალი საგანმანათლებლო პროექტის "ელექტრონული ბიბლიოთეკა" პრეზენტაცია მოეწყო.პროექტის იდეა ახალგაზრდა ინიციატორთა ჯგუფს ეკუთვნის და ორბელიანის საზოგადოების მიერაა დაფინანსებული.შესანიშნავი კუთხე უახლესი ტექნოლოგიებით საშუალებას მისცემს მკითხველებს შეივსონ იმ წიგნების დეფიციტი, რომლებიც ბიბლიოთეკაში არ გვაქვს.პრეზენტაციაზე გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე მოეწყობა ლიტერატურული დებატები და ვიქტორინა კონკურსები, ასევე დაისახა გრძელვადიანი პროექტები.