კვირეულის დახურვა

25 აპრილს, რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა საბიბლიოთეკო კვირეულის საზეიმო დახურვა. დახურვას ესწრებოდნენ ქალაქის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც მთავარი ბიბლიოთეკა და გაერთიანებაში შემავალი ფილიალები, ასევე ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები დიპლომებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.გაერთიანების დირექტორმა, ქალბატონმა თეა ჟვანიამ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მკითხველები დააჯილდოვა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. მომავალ 2017 წლის საბიბლიოთეკო კვირეულამდე ჩვენო ძვირფასო მკითხველებო.