ღონისძიება

03/20/2015 14:45

იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკამ აამოქმედა პროექტი „მობილური ბიბლიოთეკა"და სტუმრად ეწვია რუსთავის მე-18 საბავშვო ბაგა-ბაღის უფროსი ასაკის აღსაზრდელებს. პროექტი მიზნად ისახავს მკითხველებთან ვიზიტებს და ითვალისწინებს მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას.მოზარდები მასწავლებელთან ერთად ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.