გამოფენა

რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

აქცია

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანია ,,უთვალავი წინდა".

ღონისძიება

20/03/2015 14:45

იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკამ აამოქმედა პროექტი „მობილური ბიბლიოთეკა"და სტუმრად ეწვია რუსთავის მე-18 საბავშვო ბაგა-ბაღის უფროსი ასაკის აღსაზრდელებს. პროექტი მიზნად ისახავს მკითხველებთან ვიზიტებს და ითვალისწინებს მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას.მოზარდები მასწავლებელთან ერთად ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

ღონისძიება

12/03/2015 14:42

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში დედის დღესთან დაკავშირებით მოეწყო გამოფენა ,,მიყვარხარ...მიყვარხარ... დედა! ". მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის პატარ მკითხველებმა, მათ ნახატებთან ერთად გააკეთეს მისალოცი ღია ბარათებიც.

გამოფენა

ნიკოლოზ ბარათაშვილის მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკა გამოეხმაურა გაზაფხულის დღესასწაულებს და გაიხსენა გამოჩენილი, იუბილარი ქართველი ქალბატონები. ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი ნინო რამიშვილი (105 წ.) და ქართული ალპინიზმის ფუძემდებელი, პირველი ქართველი ალპინისტი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე (120წ.).

ლიტერატურული დილა

მე-2 საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში" ჩატარდა ლიტერატურული დილა:"დედა,საფიცარო ჩემო..." 

გამოფენა

მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 105 წლისადმის მიძღვნილი გამოფენა.

ღონისძიება

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში განახლდა მკითხველთა კლუბის ,,ვისაუბროთ ლიტერატურაზე" მუშაობა. შემოგვიერთდნენ 2-4 კლასის მოსწავლეები. პატარა მკითხველებმა თავად შეაფასეს ერთმანეთი, გააკეთეს წაკითხული ნაწარმოების ჩანახატები და კიდევ უფრო სახალისო გახადეს კითხვის პროცესი.

ვიქტორინა

შოთა რუსთაველის სახელობის N1  ბიბლიოთეკაში მკითხველებთან ჩატარდა სახალისო ვიქტორინა ,,იფიქრე და გაიმარჯვე".

ლიტერატურული საღამო

შოთა რუსთაველის სახელობის N1 საქალაქო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლიტერატურული საღამო:,,ჩემი საყვარელი ლექსი".